Thumbnail

Lorde საუბრობს, რა საერთო აქვს ბილი აილიშთან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ახალზელანდიელმა არტისტმა, Lorde-მა რადიოსადგურის BBC Radio 1 გადაცემაში Radio 1's Future Sounds მიიღო მონაწილეობა. წამყვანმა ენი მაკმა აღნიშნა, რომ მასა და პოპულარულ ამერიკელ მუსიკოს ბილი აილიშს შორის ბევრი მსგავსებაა. მაკი დაინტერესდა, უსაუბრია თუ არა ლორდს ამ თემაზე ბილისთან.

ნახეთ: Lorde-მა ახალი ალბომის Solar Power თიზერი გაავრცელა

ნახეთ: Lorde-მა ახალი ვიდეორგოლი Solar Power გაავრცელა

თქვენ ორს შორის იმდენ პარალელს ვხედავ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოჩნდით ინდუსტრიაში და თქვენმა კარიერამ თუ პირადმა ცხოვრებამ როგორი რეზონანსი გამოიწვია. ერთმანეთისთვის თუ გაგიზიარებიათ გამოცდილება?

"ერთმანეთს სულ რამდენიმე მოკლე შეტყობინება გავუგზავნეთ ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა ბილი ძალიან პატარა იყო. უსაყვარლესია. ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც ესმის, როგორია, იყო თინეიჯერი და ასე ეფექტურად შეგეძლოს სხეულისა და გონების კონტროლი. აშკარაა, რომ ბილი საკმაოდ ახლოსაა თავის ოჯახთან, ისევე, როგორც მე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლოა იმ ასაკში, როცა მთელი შენი სამყარო იცვლება. მისი მუსიკა არაჩვეულებრივია. ძალიან კარგ საქმეს აკეთებს", - აღნიშნა ლორდმა 19 წლის აილიშზე საუბრისას.

ორი გრემის მფლობელმა ელა იელიჩ-ო'კონორმა, სასცენო სახელით Lorde, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს, 13 წლისამ დაიწყო. 2013-14 წლებში ჟურნალმა Time ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან თინეიჯერ მომღერლად დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Royals, Tennis Court და Team მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული