Thumbnail

ბილი აილიშის შეყვარებული რასისტული და ჰომოფობიური გამოთქმების გამო ბოდიშს იხდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის შეყვარებულმა, 29 წლის მსახიობმა და მწერალმა, მეთიუ ტაილერ ვორსმა სოციალურ ქსელებში წარსულში გავრცელებული რასისტული და ჰომოფობიური პოსტების გამო ბოდიში მოიხადა. როგორც ის ინსტაგრამის სთორიში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, თავისი საქციელის რცხვენია და ნანობს, რომ ადამიანებს ტკივილს აყენებდა.

ბილი აილიში: ხალხმა ჩემ შესახებ არაფერი იცის

ბილი აილიშის ფრაზამ "მიყვარს გოგონები" ინტერნეტში დაბნეულობა გამოიწვია

"მინდა, ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რაც წარსულში სოციალურ ქსელებში დამიწერია. ლექსიკა, რომელსაც ვიყენებდი, შეურაცხმყოფელი იყო და ვაცნობიერებ, რამდენად საწყენია მსგავსი სიტყვები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ციტატა თუ ჩემი პირადი სისულეები. ძალიან მრცხვენია და ვწუხვარ, რომ მსგავსი ტექსტები გამოვიყენე, რა კონტექსტშიც არ უნდა ყოფილიყო ეს. მე სხვანაირად მზრდიდნენ და ეს ჩემს ღირებულებებთან შესაბამისობაში არ არის. ასე არ უნდა მესაუბრა და მომავალში მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ, რომ სხვებს ტკივილი მივაყენე. ჩემს ქმედებებზე მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას და მომავალშიც ასე იქნება",- წერს მეთიუ.

მეთიუ ვორსმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აილიშის თაყვანისმცემლებმა 2012-17 წლებში მის მიერ ტვიტერსა და ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტები აღმოაჩინეს. ინტერნეტში გავრცელებულ სქრინებში ის აფროამერიკელებისთვის შეურაცხმყოფელ ტერმინს ნი*ერს იყენებს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს სიტყვით "პედერასტად" მოიხსენიებს, ერთ-ერთ პოსტში კი აზიელების მისამართით წერს:

"აზიელი ხალხი სამედიცინო პირბადეებით - მაინც რა უბედურებაა ეს?".

ამასთან, ის ცნობილ ბრიტანელ პოპვარსკვლავს, ადელს ღორს უწოდებს:

"ადელი ისე გამოიყურება, თითქოს კონკურსში "მის ღორები" გაიმარჯვა".

ხოლო ამერიკელი პოპვარსკვლავის, ლედი გაგას შესახებ წერს:

"არ ვიცოდი, ლედი გაგა შავი თუ იყო".

აღსანიშნავია, რომ ახლახან თავად ბილი აილიშიც დაადანაშაულეს რასიზმში, როდესაც ჩინური პლატფორმის TikTok ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოკოლაჟი გააავრცელა, რომელშიც 19 წლის მუსიკოსი, სავარაუდოდ, აზიური აქცენტის იმიტაციას ახდენს და, ამავე მომხმარებლის მტკიცებით, ამბობს სიტყვას "ჩინკი", რომელიც ინგლისურ ენაში ჩინელების, ანაც, ზოგადად, აღმოსავლეთ აზიელთა დამცინავ კონტექსტში მოსახსენიებლად გამოიყენება.

ბილი აილიშს აზიელთა მიმართ რასიზმში ადანაშაულებენ

ბილი აილიშისა და მეთიუ ტაილერ ვორსის ურთიერთობის შესახებ ჭორები პირველად მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა, როცა გამოცემამ Page Six წყვილი სანტა ბარბარას ქუჩებში სეირნობისას შენიშნა. მას შემდეგ ისინი პაპარაცებმა ისევ აღბეჭდეს ერთად.

ბილი ილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული