Thumbnail

ნახეთ: Saweetie კომპოზიციას Fast (Motion) ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მომავალი ალბომის Pretty Bitch Music პრომოუშენის მიზნით, ახალგაზრდა კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დიამონტე კიავა ვალენტინ ჰარპერი, ფსევდონიმით Saweetie, ჯიმი კიმელის ცნობილ გადაცემას ესტუმრა. შოუს მუსიკალურ ნაწილში რეპერმა სინგლი Fast (Motion) შეასრულა. სოუითის სტუდიური ნამუშევარი 25 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: Saweetie - Fast (Motion)

სოუითიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო, 2018 წლის დასაწყისში კი ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში დიამონტემ სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა, რომლის მთავარი სინგლიც ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Icy Grl გახლავთ. 2019 წელს კალიფორნიელმა მსმენელს მეორე EP სახელწოდებით Icy შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული