Thumbnail
ფოტო: ინდიგო

ნახეთ: ნატალია ბერიძე ახალ კლიპს Mapping Debris (David Eight) ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონულმა მუსიკოსმა, ნატალია ბერიძემ კომპოზიციაზე Mapping Debris (David Eight) გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის ბოლო, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შედის, რომელიც 14 მაისს გერმანულ ლეიბლზე Monika Enterprise გამოქვეყნდა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი არტისტი თავადვე გახლავთ.

მოუსმინეთ: ნატალია ბერიძე ალბომს Mapping Debris ავრცელებს

ნატალია ბერიძე ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერია. 1990-იან წლებში იყო შემოქმედებითი გაერთიანება "გოსლაბის" წევრი. მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით TBA 2003 წელს გერმანულ ლეიბლზე Max Ernst გამოიცა. სხვადასხვა დროს მუსიკოსს ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ნიკა მაჩაიძე, გოგი ძოძუაშვილი, თომას ბრინკმანი, იორგ ფოლერტი და რიუიჩი საკამოტო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული