Thumbnail

მოუსმინეთ: Jennifer Hudson - Here I Am (Singing My Way Home)

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, ჯენიფერ ჰადსონმა ახალი სიმღერა Here I Am (Singing My Way Home) გამოუშვა. კომპოზიცია ლეგენდარული არტისტის, არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Respect ერთ-ერთი საუნდტრეკი გახლავთ, რომელიც კინოეკრანებზე 13 აგვისტოს გამოვა. სურათში არეტას სწორედ ჯენიფერ ჰადსონი განასახიერებს. კომპოზიციის თანაავტორი სონგრაითერი ქეროლ კინგი გახლავთ, რომელსაც არეტას არაერთ სიმღერაზეც უმუშავია.

ნახეთ: არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული ფილმის Respect თრეილერი

ჯენიფერ ჰადსონი ფართო საზოგადოებამ 2004 წელს ამერიკულ მუსიკალურ შოუში American Idol მონაწილეობით გაიცნო. 2006 წელს მან ფილმში Dreamgirls საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი მოიგო. 2013 წელს ჯენიფერს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობი 2015 წელს ბროდვეის მიუზიკლში The Color Purple მონაწილეობდა. გრემის მფლობელ შემსრულებელს სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული