Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-მა Queen-ის სიმღერა Somebody To Love შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Foo Fighters კალიფორნიაში, კლუბ The Canyon-ში, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე კოლექტივმა ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Queen-ის სიმღერა Somebody To Love დააქავერა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია Foo Fighters-ის დრამერმა, ტეილორ ჰოკინსმა შეასრულა, ჯგუფის ვოკალისტი, დეივ გროლი კი დრამზე უკრავდა.

ნახეთ: Foo Fighters-მა ბრაიან ჯონსონთან ერთად კომპოზიცია Back In Black შეასრულა

ნახეთ: Foo Fighters კომპოზიციაზე Chasing Birds შექმნილ კლიპს ავრცელებს

სიმღერის ორიგინალი ვერსია, რომელიც ფრედი მერკურიმ დაწერა, Queen-ის რიგით მე-5 ალბომში A Day at the Races შევიდა, რომელიც 1976 წელს გამოიცა. კომპოზიცია არაერთ მუსიკოსს აქვს დაქავერებული და რამდენიმე სატელევიზიო შოუსა და ფილმშიც არის გამოყენებული.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 11 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა ბოლო, რიგით მეათე ალბომი Medicine at Midnight მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული