Thumbnail

Sf-x-თან დუეტის გამოსვლიდან ხუთ დღეში მუსიკოსი ბერა ივანიშვილი მსმენელს ახალ ტრეკს Legalize სთავაზობს. როგორც არტისტი ჩანაწერში აღნიშნავს, ინტრუმენტალის ავტორი მისი კოლეგა და მეგობარი, ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი პიონერი, ჯერონიმო გახლავთ.

მოუსმინეთ: BERA & Sf-x - ჩემო ძმაო

ბერა სიმღერაში მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს. მისი მოსაზრებით, ადამიანები კანაბისის მოხმარების გამო ცხოვრების მრავალ წელს გისოსებს მიღმა არ უნდა კარგავდნენ.

არტისტი კომპოზიციას ამერიკელი ასტროფიზიკოსისა და NASA-ს მედლის მფლობელის, ნილ დეგრას ტაისონის სიტყვებით ასრულებს:

"ვფიქრობ, თუ რეალურად აანალიზებ, იმ რაღაცებთან შედარებით, რაც ლეგალურია, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ოდესმე კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო. იმას ვგულისხმობ, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენოს, ვიდრე მარიხუანის მოწევამ".

ბერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ის მსმენელის წინაშე ჰიპ ჰოპ არტისტად წარსდგა, თუმცა, მოგვიანებით, მან ძალა სხვა ჟანრებშიც მოსინჯა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული