Thumbnail

ჰიპ ჰოპის ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი, ვეტერანი ჩიკაგოელი, ქომონი და ახალგაზრდა ჩრდილოკაროლინელი, ქორდეი კოლაბორაციული კომპოზიციის What’s Life ირგვლივ გაერთიანდნენ. სინგლი სტუდიურ ნამუშევარში Black History Always - Music For The Movement Vol. 3 იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Cordae და Young Thug კლიპში Wassup

მოუსმინეთ: Common x Damian Marley - What Do You Say

ქორდეიმ მოღვაწეობა ფსევდონიმით Entendre დაიწყო და 2014-17 წლებში სამი მიქსტეიპი გაავრცელა. მან სახელი 2018 წელს ლეგენდარული კოლეგის, ემინემის ცნობილი კომპოზიციის My Name Is და ჯერმეინ ქოულის 2018 წლის ჩანაწერის "1985" რემიქსებით გაითქვა. 2019 წლის ივლისში გაყიდვაში ჩრდილოკაროლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი The Lost Boy ჩაეშვა. ახალგაზრდა მუსიკოსის განცხადებით, მის შემოქმედებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა იქონიეს, როგორებიც არიან: J. Cole, Nas, Jay-Z, Kid Cudi, Kanye West, Eminem, Big L, Travis Scott და Kendrick Lamar.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 6 აგვისტოს, ჰიპ ჰოპ კოლექტივის YBN დაშლის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ ქორდეი გახლდათ, რეპერმა ფსევდონიმი YBN Cordae შეიცვალა და ახლა ის სასცენო სახელით Cordae მოღვაწეობს.

ქომონმა კი მუსიკალური კარიერა 1991 წელს დაიწყო. არტისტი, რომელიც საკუთარ თავს უიმედო რომანტიკოსს უწოდებს, ფართო საზოგადოებამ სადებიუტო ალბომით Can I Borrow A Dollar? გაიცნო. დღეისთვის ჩიკაგოელი მუსიკოსის დისკოგრაფია 13 სტუდიურ ჩანაწერსა და 2 კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. კომერციულად ყველაზე წარმატებული პერიოდი შემსრულებელს 2000-იან წლებში ჰქონდა, როდესაც მისი ალბომები ქანიე ვესთის მიერ დაფუძნებულ ლეიბლზე G.O.O.D. Music გამოიცა. 2003 წელს ქომონმა ერიკა ბადუსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციისთვის Love Of My Life გრემის ჯილდო დაიმსახურა. 2015-ში კი მისი და ჯონ ლეჯენდის ტრეკი Glory ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე წლის საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული