Thumbnail

კაილი ჯენერი საუბრობს, რატომ არ ჩნდებოდა ტრევის სკოტი კარდაშიანების რეალითი შოუში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

რეალითი შოუს Keeping Up With the Kardashians დასრულების შემდეგ საკაბელო ტელევიზიის E! ეთერში ორი სპეციალური ეპიზოდი გავიდა, რომლითაც კარდაშიანების ვარსკვლავური ოჯახი კვლავ დაუბრუნდა ერთგულ მაყურებელს. შოუს წამყვანი, ენდი კოენი იყო, რომელმაც მილიარდერ ტელევარსკვლავს, კაილი ჯენერს ჰკითხა, რატომ არ ჩნდებოდა მისი შვილის მამა, პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი რეალითი შოუში.

ტრევის სკოტი: სტორმი, მიყვარხარ და კაილი, მიყვარხარ

"არ ვიცი, ვფიქრობ, ზოჯერ მას არ სურდა კამერების წინაშე გამოჩენა. არასდროს დამიძალებია მისთვის შოუში მონაწილეობა", - უპასუხა 23 წლის კაილიმ.

იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ტრევისი KUWTK-ში გამოჩნდა, 2018 წელს იყო, როდესაც ერთ-ერთ ეპიზოდში ჯენერი და ტრევისი პარიზში, Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ჩვენებას დაესწრნენ. მართალია, რეალითი შოუში იმ დღეს გადაღებული კადრი მოხვდა, თუმცა, ტრევისის სახე დაფარული იყო.

კაილიმ იმაზეც ისაუბრა, რატომ ინახავდა ორსულობას საიდუმლოდ:

"მაშინ ძალიან ახალგარდა ვიყავი, ჩემს თავს ბევრი რამ ხდებოდა. არ ვიცოდი, როგორ მიმეტანა ეს ამბავი აუდიტორიამდე, რადგან ყველას მოსაზრების მოსმენა მომიწევდა. ვფიქრობ, ეს ისეთი რამ იყო, რაც მარტოს უნდა გამომეარა", - ამბობს გოგონა.

2019 წელს, ორწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ წყვილმა განაცხადა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობაში პაუზას იღებდნენ. მას შემდეგ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ მათ რომანტიკული კავშირი განაახლეს, თუმცა, აღნიშნული აქამდე არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია. რამდენიმე დღის წინ, ტრევისი ნიუ იორკში გამართულ ღონისძიებაზე Parsons Benefit კაილისა და მათ გოგონასთან, სტორმისთან ერთად მივიდა. ეს, დაშორების შემდეგ, წყვილის პირველი ერთობლივი გამოჩენა იყო დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე. აღსანიშნავია, რომ სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას, სკოტმა შვილსა და ჯენერს სცენიდან მიმართა - "სტორმი, მიყვარხარ და კაილი, მიყვარხარ".

ტრევის სკოტი: ჩემი ალბომი Utopia მალე გამოიცემა

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ტრევისმა კაილის კომპოზიცია Coffee Bean მიუძღვნა, რომელიც ალბომში Astroworld შეიტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული