Thumbnail

მაიკლ ჯექსონის პირველი კლიპი, რომლის ნახვებმაც იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის ჰიტის Billie Jean კლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს არტისტის პირველი ვიდეორგოლია, რომელმაც პლატფორმაზე ამ შედეგს მიაღწია. 1980-იან წლებში გადაღებულ ვიზუალურ ნამუშევრებს შორის კი მესამეა, რომელმაც ამ ოდენობის ნახვას გადააჭარბა.

ექსპერტმა შეაფასა, ამბობდა თუ არა ჯექსონი სიმართლეს, როცა ბავშვებზე ძალადობას უარყოფდა

როგორ იხსენებს Madonna მაიკლ ჯექსონთან რომანს

როგორ გადაურჩა მაიკლ ჯექსონი თავის რანჩოში ნიანგის თავდასხმას

ჯექსონის რიგით მეექვსე სტუდიურ ჩანაწერში Thriller შესული კომპოზიცია შემსრულებლის კომერციულად ყველაზე წარმატებულ სინგლად მიიჩნევა. ნამუშევარმა, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა, მუსიკოსს გრემის ორი ჯილდო მოუტანა. ჟურნალმა "როლინგ სთოუნმა" ის ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერის ნუსხაში შეიყვანა, კომპოზიცია ასევე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა იმ 500 ჩანაწერს შორის, რომლებმაც ეს ჟანრი განსაზღვრეს. ტრეკის კლიპის ავტორი ირლანდიელ-ბრიტანელი რეჟისორი, სტივ ბერონი გახლავთ.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული