Thumbnail

პოპულარული სამხრეთელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან კირკი, ფსევდონიმით DaBaby, ახალ კომპოზიციას BALL IF I WANT TO და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი მუსიკოსი d.a. got that dope გახლავთ, რომელიც დაბეიბისთან ხშირად თანამშრომლობს. ვარაუდობენ, რომ ტრეკი ჩრდილოკაროლინელი რეპერის მომავალი ალბომის სინგლია.

DaBaby: რეპერებს ჩემთან თანამშრომლობის ეშინიათ, რადგან საუკეთესო ვარ

DaBaby: დრეიქ, გელოდები

ნახეთ: Tory Lanez x DaBaby - SKAT

დაბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. რამდენიმე თვეში გრემის ნომინანტმა არტისტმა თაყვანისმცემლებს რიგით მესამე ალბომი BLAME IT ON BABY შესთავაზა.

 
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული