Thumbnail

შვედური იტალო დისკო დუეტი Sally Shapiro ახალ კომპოზიციას Fading Away აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა 2016 წელს პროექტის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელეს, თუმცა, ჯგუფი მსმენელს 5-წლიანი პაუზის შემდეგ, Chromatics-ის დამაარსებლის, ჯონი ჯიუელის ლეიბლზე Italians Do It Better გამოცემული სინგლით დაუბრუნდა.

Sally Shapiro იოჰან აგებიორნმა და არტისტმა, რომელსაც საკუთარი ვინაობა დღემდე არ გაუმჟღავნებია, 2006 წელს შექმნეს. 10 წლის განმავლობაში მუსიკოსებმა 4 სტუდიური ალბომი გამოაქვეყნეს, შემდეგ კი დაიშალნენ. 2021 წელს დუეტი მსმენელს ახალი სინგლით Fading Away დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ბენდის ერთ-ერთი წევრის ანონიმურობის შესანარჩუნებლად არტისტები 2007 წლის შემდეგ ტურნეებზე უარს ამბობენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული