Thumbnail

Tyler, The Creator-მა მომავალი ალბომის გამოშვების თარიღი დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ახალი ალბომი CALL ME IF YOU GET LOST დააანონსა. კალიფორნიელი მუსიკოსის რიგით მეექვსე სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 25 ივნისს ჩაეშვება. შემსრულებელმა ეს ინფორმაცია და ჩანაწერის გარეკანი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ნახეთ: Tyler, The Creator - LUMBERJACK

ნახეთ: Tyler, The Creator ნამუშევრის SIDE STREET თიზერს აქვეყნებს

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული