Thumbnail

ბილი აილიში: ხალხმა ჩემ შესახებ არაფერი იცის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის იმაზე ისაუბრა, თუ როგორია მისი საჯარო იმიჯი და როგორ იქმნიან ინტერნეტმომხმარებლები არარეალურ წარმოდგენებს მის შესახებ.

ბილი აილიშის ფრაზამ "მიყვარს გოგონები" ინტერნეტში დაბნეულობა გამოიწვია

ნახეთ: ბილი აილიში Rolling Stone-ის ახალ ფოტოსესიაში

"ყოველ ჯერზე, როცა ვნახულობ, რა წარმოდგენებია ჩემზე სოციალურ ქსელებში, ვრწმუნდები, რა ცოტა იციან ინტერნეტმომხმარებლებმა ჩემ შესახებ. სინამდვილეში ბევრს არაფერს ვუზიარებ ხალხს. ჩემი პიროვნება მართლაც თვალში მოსახვედრია, რაც ზოგს აფიქრებინებს, რომ ბილი აილიშზე ყველაფერი იციან, არადა, პირიქითაა. სამი რამ, რაც მინდა, ხალხმა ჩემზე იცოდეს ისაა, რომ პირველი - სიმღერა შემიძლია; მეორე - რომ ქალი ვარ და მესამე - რომ ინდივიდუალობა გამაჩნია. ვფიქრობ, ჩემი მომავალი ალბომი Happier Than Ever ამ ყველაფერს წარმოაჩენს. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ამბობს, შენი ყველა სიმღერა ერთნაირად ჟღერსო, ძალიან ვღიზიანდები. ზუსტად იმას ვცდილობ, რომ ასე არ იყოს. ვფიქრობ, ვინც ამას ამბობს, ჩემი შემოქმედებიდან მხოლოდ Bad Guy და Therefore I Am აქვს მოსმენილი", - აღნიშნა მუსიკოსმა.

19 წლის ბილი, რომელმაც დოკუმენტურ ფილმში The World’s a Little Blurry გაამჟღავნა, რომ რეპერ ბრენდონ ადამსთან, იგივე 7:AMP-სთან ჰქონდა გასაიდუმლოებული სასიყვარულო ურთიერთობა, მისი სინგლის Your Power შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ მითქმა-მოთქმასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანაწერში სწორედ ყოფილ შეყვარებულზე მღერის. როგორც "როლინგ სთოუნი" აღსანიშნავს, ბრენდონს, რომელიც თინეიჯერ მუსიკოსთან ურთიერთობის დროს უკვე 20 წელზე მეტის იყო, აილიშის სიმღერის გავრცელების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან დიდი კრიტიკა ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში ბილი იმ კაცებზე მღერის, რომლებიც ახალგაზრდა გოგონების გამოუცდელობით სარგებლობენ.

"როგორ გაბედე, გეთქვა, რომ აქეთ იმ გოგონას ეგონა, რომ შენი ასაკის იყო?", - აღნიშნულია სიმღერის ტესტში.

ბილი აილიშის თქმით, ხალხმა მისი პირადი ცხოვრების ინტერპრეტირებას თავი უნდა დაანებოს.

"ყველამ უნდა მოკეტოს, დოკუმენტურ ფილმში მიკროსკოპული, ძალიან პატარა ნაწყვეტი იყო ნაჩვენები ამ ურთიერთობიდან. სინამდვილეში ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. ვისურვებდი, ხალხმა, უბრალოდ, შეწყვიტოს ეს ყველაფერი და ბევრი არ ილაპარაკოს", - ამბობს ბილი.

ბილი აილიშმა გაამხილა, რომ მოზარდობისას მასზე იძალადეს

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული