Thumbnail

თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტი, ვინს სთეიფლსი მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მომავალი ალბომის Vince Staples დაანონსების პარალელურად, კალიფორნიელმა მუსიკოსმა ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებული სტუდიური ნამუშევრის პირველი სინგლი LAW OF AVERAGES გაავრცელა. ვინსთან ერთად მისი ახალი ჩანაწერის პროდიუსერები Reske და Kenny Beats არიან.

ნახეთ: Lil Yachty და Vince Staples კლიპში In My Stussy's

რეპერის რიგით მეოთხე ალბომი Vince Staples გაყიდვაში 9 ივლისს ჩაეშვება.

კარიერის დასაწყისში ვინსენტ ჯამალ სთეიფლსი პოპულარული კოლეგის, Tyler, the Creator-ის მიერ დაარსებული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Odd Future-ის წევრებთან თანამშრომლობდა. 2013 წელს კი მან და მაკ მილერმა ერთობლივი მიქსტეიპი Stolen Youth გამოუშვეს. დღემდე რეპერს სამი ალბომი Summertime '06, Big Fish Theory და FM! აქვს გავრცელებული. მისი შემოქმედება ელექტრონული მუსიკისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული