Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ ფელონის შოუში სიმღერა Higher Power შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფი Coldplay ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსებმა გადაცემაში კომპოზიცია Higher Power შეასრულეს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეცხრე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის შესახებ დეტალებიც ჯერჯერობით უცნობია.

მოუსმინეთ: Coldplay-მ სიმღერის Higher Power აკუსტიკური ვერსია გაავრცელა

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. შვიდი გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული