Thumbnail

The Killers-ის დრამერი: ჯგუფის ახალი ალბომი აგვისტოში გამოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, The Killers-ის დრამერმა, რონი ვანუჩიმ პოდკასტ ‎Sarah Hagan Backstage-ში სტუმრობისას გაამხილა, რომ ახალ ალბომს ბენდი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს და ის, კოლექტივის წარსულ ნამუშევრებთან შედარებით, განსხვავებული იქნება.

მოუსმინეთ: The Killers - Dustland Ft. Bruce Springsteen

მოუსმინეთ: The Killers ალბომის Imploding the Mirage დელუქს ვერსიას ავრცელებს

"ჩვენი ბოლო ალბომი Imploding the Mirage გასული წლის აგვისტოში გამოვიდა, მომდევნო სტუდიურ ჩანაწერს კი მიმდინარე წლის აგვისტოში გავავრცელებთ. Imploding the Mirage-ზე მუშაობის დროს ბევრი ტრეკი დაგვიგროვდა, რომელთა ნაწილიც შემოვინახეთ. მომავალი ალბომი არ იქნება The Killers-ის სტანდარტული ჩანაწერი, ის ბენდის სხვა ნამუშევრებისგან გაცილებით განსხვავდება", - ამბობს რონი ვანუჩი.

"ქილერსი" ლას ვეგასში 2001 წელს ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის განმავლობაში მუსიკოსებს 28 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Mr. Brightside, Shot At The Night და Human მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული