Thumbnail

რიანა: დედა არ მაძლევდა მაკიაჟის გაკეთების უფლებას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ, რომელიც დღეისთვის კოსმეტიკის ბრენდის Fenty Beauty და კანის მოვლის საშუალებების ხაზის Fenty Skin მფლობელია, ჟურნალთან Interview საუბარში აღნიშნა, რომ სილამაზის ინდუსტრიით მისი გატაცება ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. რირის თქმით, დედამისი, მონიკა ბრეითვეითი ვიზაჟისტი იყო, რის გამოც ის მცირე ასაკიდან ადევნებდა თვალს მაკიაჟის კეთების პროცესს, თუმცა, თავად კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების უფლება არ ჰქონია.

როგორ იქმნებოდა გამჭვირვალე კაბა, რომელიც რიანას CFDA Fashion Awards-ზე ეცვა

ნახეთ: რიანა საუბრობს, როგორ უვლის კანს დაძინებამდე

"მაკიაჟის გაკეთების უფლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მქონია. სარკეში ვაკვირდებოდი, როგორ იკეთებდა დედაჩემი მაკიაჟს, ამით შეპყრობილი ვიყავი. ის მხოლოდ იმ შემთხვევებში მრთავდა ტუჩსაცხის წასმის ნებას, თუ ქორწილში ყვავილების დამტარებელი ვიყავი, ან რამე ეგეთი. ჩემი პირველი ნამდვილი მაკიაჟი კი, რომელიც სწორედ დედამ გამიკეთა, 16 წლის ასაკში მქონდა სკოლის ზეიმზე, ბარბადოსის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე", - იხსენებდა რიანა.

ჟურნალისტი, სარა პაულსონი დაინტერესდა, რა ფერებში იყო გადაწყვეტილი იმ დღეს მისი მაკიაჟი.

"მწვანე და ოქროსფერი თვალის ჩრდილები მესვა. ტუჩზე კი ძველმოდურად - კონტურისა და მბზინავი საცხის კომბინაცია. ყველაზე მეტად კი ტონალური დამამახსოვრდა, რადგან მანამდე ჩემი კანი ასეთი სრულყოფილი შესახედი არ ყოფილა. ოჰო, ყოველდღე მინდა ტონალურის ტარება-მეთქი. ჩემი ძმა ამის გამო ვერ მიტანდა, სულ მეუბნებოდა - რას აკეთებ? შენ რა, ყოველდღე აპირებ ამის წასმასო? ჩემს სკოლაში მკაცრი წესები იყო. თუ საყურე ბიბილოზე არ გქონდა მიკრული, მას ვერ ატარებდი. ასე რომ, არჩევანში შეზღუდული ვიყავით. პატარა რგოლები, ან თვლები უნდა გეტარებინა", - იხსენებდა რირი 2019 წლის ინტერვიუში.

ნახეთ: რიანა ჰიტს Diamonds ასრულებს

9 გრემის მფლობელი რიანა, 250 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად ითვლება. მის რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და ქალის თეთრეულის ბრენდების დამაარსებელია. დღეის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული