Thumbnail

გრაიმსი და ილონ მასკი ერთმანეთს ხვდებიან

კანადელი მომღერალი გრაიმსი და ბიზნეს მაგნატი, კომპანია "ტესლას" აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ერთმანეთს ხვდებიან. წყვილი 7 მაისს მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ გამოფენაზე "მეთ გალა" ერთად გამოჩნდნენ. 
გრაიმსისა და ილონის ურთიერთობის შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბიზნესმენმა შემდეგი ტვიტი გაავრცელა:

როკოკო მე-18 საუკუნის ხელოვნების სტილია, რომელსაც საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა, Roko's Basilisk კი ფილოსოფიური აზრითი ექსპერიმენტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც მომავლის სამყაროს მართავს და ყველა იმ ადამიანს სჯის, ვინც მის შექმნას ეწინააღმდეგებოდა. მასკს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა, ამ ორი ცნების გაერთიანებით ხუმრობის დაწერა სურდა.

ტვიტის გამოქვეყნებამდე ილონმა Roko's Basilisk დაგუგლა. საძიებო სისტემამ კი გრაიმსის 2015 წლის კლიპი Flesh without Blood ამოუგდო. ამის შემდეგ მასკმა გადაწყვიტა, მუსიკოსი გაეცნო. გრაიმსის თქმით, ილონი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მისი ვიდეოს არსს მიხვდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული