Thumbnail

ფოფ სმოუქის მენეჯერი: ახალი ალბომის 95% მზად არის

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2020 წლის თებერვალში გარდაცვლილი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, მენეჯერის, რიქო ბითსის თქმით, რეპერის ახალ ალბომზე მუშაობა 95 პროცენტით დასრულებულია. რიქომ ეს ინფორმაცია ინსტაგრამზე გაავრცელა.

ფოფ სმოუქმა ემინემის რეკორდი გააუმჯობესა

"ფოფის ალბომი იტვირთება და 95 პროცენტით მზად არის", - დაწერა მუსიკოსის მენეჯერმა.

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა.

2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში გარდაცვლილი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ. კომერციულ წარმატებასთან ერთად ნამუშევარმა 2021 წლის "ბილბორდის" დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო რეპ ალბომის" კატეგორიაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული