Thumbnail

რამდენიმეთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ბრიტანელი ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი და პოეტი, კვადვო ამპონსა, ფსევდონიმით Kojey Radical, მსმენელს ორი ახალი კომპოზიციით 2FS და Woohaa დაუბრუნდა. მუსიკოსი ამჟამად სადებიუტო ალბომის გამოსაშვებად ემზადება, თუმცა, მისი თქმით, ახალგამოცემულ ტრეკებს სტუდიურ ნამუშევარში ვერ ვიხილავთ.

ნახეთ: Kojey Radical - 28 & Sublime

წარმოშობით განელი ქოუჯეი რადიქალი რეპერი, პოეტი და ვიზუალური არტისტი გახლავთ, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მას შემდეგ ლონდონელმა მუსიკოსმა ოთხი EP გამოაქვეყნა. ქოუჯეის ცნობილი კომპოზიციებია: One Night Only, Water, Look Like, "97" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული