Thumbnail

ჯგუფი Sault ახალ ალბომს Nine მხოლოდ 99 დღით გამოუშვებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Sault ახალი, რიგით მეხუთე ალბომი Nine დააანონსა. ჩანაწერი გაყიდვაში 25 ივნისს ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი ხელმისაწვდომი სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე მხოლოდ 99 დღით იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია კოლექტივმა ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.

Sault დიდ ბრიტანეთში 2019 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. კარიერის განმავლობაში ბენდს ისეთ ცნობილ არტისტთან ერთად უმუშავია, როგორიცაა მაიკლ კივანუკა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული