Thumbnail

ნახეთ: Polo G და DaBaby კლიპში Party Lyfe

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თაურუს ბართლეთი, ფსევდონიმით Polo G, მსმენელს ახალგავრცელებული ალბომის Hall Of Fame სინგლზე Party Lyfe გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. პოლო ჯის ჩანაწერში მისი პოპულარული კოლეგა DaBaby მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერები Terrence Rolle, David "Messy" Mescon და Ben Billions არიან.

მოუსმინეთ: Polo G ალბომს Hall Of Fame აქვეყნებს

ნახეთ: Polo G კლიპს Painting Pictures აქვეყნებს

ნახეთ: Polo G x Lil Wayne - GANG GANG

ჩიკაგოელმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება მალევე, 2018 წელს კომპოზიციით Finer Things მოიპოვა. 2019-20 წლებში პოლო ჯიმ მსმენელს ალბომები Die A Legend და The Goat შესთავაზა. ორივე მათგანი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. 2021 წელს პოპულარულმა რეპერმა გაყიდვაში მესამე სტუდიური ნამუშევარი Hall Of Fame ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული