Thumbnail

ნახეთ: Lorde-მა ახალი ალბომის Solar Power თიზერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ახალზელანდიელმა არტისტმა, Lorde-მა თავისი მომავალი ალბომის Solar Power თიზერი Every perfect summer’s gotta take its flight გაავრცელა. წუთნახევრიან უხმო ვიდეოში მდელოსა და სანაპიროზე მომღერლის ნამუშევრის სახელწოდების აბრევიატურა იკითხება. ლორდის რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი 20 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: Lorde-მა ახალი ვიდეორგოლი Solar Power გაავრცელა

ორი გრემის მფლობელმა ელა იელიჩ-ო'კონორმა, სასცენო სახელით Lorde, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. 2013-14 წლებში ჟურნალმა Time ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან თინეიჯერ მომღერლად დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Royals, Tennis Court და Team მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული