Thumbnail

გრემის ნომინანტმა ვაშინგტონელმა მუსიკოსმა, დიანთონი კარლოსმა, ფსევდონიმით GoldLink, მსმენელს ახალი კომპოზიცია Raindrops შესთავაზა. გოლდლინკის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი ახალგაზრდა ალაბამელი კოლეგა Flo Milli მონაწილეობს. ტრეკი დიანთონის მომავალი ალბომის HARAM სინგლია. სტუდიური ნამუშევარი 18 ივნისს გამოიცემა.

გოლდლინკმა ალბომი HARAM დააანონსა და სინგლი White Walls გამოაქვეყნა

დიანთონიმ მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. მისი წარმატება სადებიუტო ალბომს At What Cost უკავშირდება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ლეგენდარული რიკ რუბინია. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Crew გახლავთ, რომელიც 2017 წელს გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 2019 წლის ივნისში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Diaspora გამოაქვეყნა. გოლდლინკის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული