Thumbnail

გრემის მფლობელი ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, მსმენელს ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოქვეყნებულ ახალ კომპოზიციას LUMBERJACK სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი თავად გრეგორი გახლავთ. ინსტრუმენტალში მან ლეგენდარული კოლექტივის, "ვუ-თენგის" ლიდერის, რიზას მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Gravediggaz 1994 წლის ტრეკის 2 Cups Of Blood სემპლი გამოიყენა. ნამუშევარი ტაილერის მომავალი ალბომის CALL ME IF YOU GET LOST პირველი სინგლია.

ნახეთ: Tyler, The Creator ნამუშევრის SIDE STREET თიზერს აქვეყნებს

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული