Thumbnail

პერის ჯექსონი: პარანოია მაქვს პაპარაცების გამო, რომლებიც მამაჩემს დაჰყვებოდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მომღერალმა, პერის ჯექსონმა თოქ შოუში Red Table Talk მიიღო მონაწილეობა. გადაცემის ერთ-ერთ წამყვანთან, მუსიკოს უილოუ სმიტთან საუბარში პერისმა გაიხსენა, რა კვალი დატოვეს მის ფსიქიკაზე პაპარაცებმა, რომლებიც მამამისს ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებოდნენ.

პერის ჯექსონი: მამაჩემი ყოველთვის მოახდენს გავლენას იმაზე, რასაც გავაკეთებ

პერის ჯექსონი: ყოველთვის მეშინოდა, რომ მამაჩემს შემადარებდნენ

"ზოგჯერ სმენითი ჰალუცინაცია მაქვს, რა დროსაც კამერების ჩხაკუნის ხმა ჩამესმის. თერაპიაზე ბევრი მიზეზით დავდიოდი, მათ შორის ამის გამოც. ნაგვის ცელოფნის შრიალი მესმის და პანიკაში ვვარდები. ვფიქრობ, ეს სტანდარტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობაა", - ამბობს 23 წლის გოგონა.

ნახეთ: პერის ჯექსონმა კომპოზიციაზე Eyelids გადაღებული კლიპი გაავრცელა

ჯექსონს პერისი და მისი ძმა, პრინსი დები როუისთან ქორწინებიდან შეეძინა. მაიკლი ცოლს 1999 წელს გაშორდა. 2002 წელს მას კიდევ ერთი ვაჟი, პრინს მაიკლ II ანონიმურმა სუროგატმა დედამ გაუჩინა.

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2020 წლის 13 ნოემბერს პერისმა სადებიუტო ალბომი Wilted გამოუშვა. გოგონა გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული