Thumbnail

ნახეთ: 15 წლის ბიჭმა აეროპორტში ბეთჰოვენის ნაწარმოები შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პიანისტმა კრისტიან ბლენდფორდმა 15 წლის ასაკში შვეიცარიაში, ჟენევის საერთაშორისო აეროპორტში, პიანინოზე ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოების, საფორტეპიანო სონატა №14, ე.წ. მთვარის სონატას საფინალო ნაწილი შეასრულა. ბიჭს თავისუფალ ინსტრუმენტზე დაკვრა მამამ ურჩია.

"დამიჯერე, ყველას უნდა, რომ შენი პიანინოზე დაკრული მოისმინოს. გაერთე", - უთხრა მამამ ბიჭს.

ცნობილია, რომ კრისტიანმა წარსულში კიბო ორჯერ დაამარცხა. ახლა მას საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს, რომლის საშუალებითაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული