Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დევიდ ბრიუსტერ უმცროსი, სასცენო სახელით Dave East, მსმენელს ახალ კომპოზიციას They Gotta Hate Us და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ჩანაწერისთვის შეიქმნა ტრეკი.

ნახეთ: Dave East და Mary J. Blige კლიპში Know How I Feel

მოუსმინეთ: Dave East მიქსტეიპს Karma 3 აქვეყნებს

ნახეთ: Dave East - Mercedes Talk

ცნობილია, რომ ამჟამად დეივი ალბომზე HOFFA მუშაობს, რომლის კურატორიც გაერთიანება "გრიზელდას" ლიდერი, ვესთსაიდ განია. სტუდიური ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერის რანგში კი ჰარი ფრაუდი მოგვევლინება.

დეივ ისთმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2014 წელს რეპერი ნასის მიერ დაფუძნებულ ლეიბლში Mass Appeal Records გაწევრიანდა. 2017 წლის დასაწყისში მან EP სახელწოდებით Paranoia: A True Story გამოუშვა. დღემდე ნიუ იორკელი მუსიკოსის საუკეთესო ჩანაწერად 2016 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპი Kairi Chanel ითვლება. დეივის სადებიუტო ალბომი Survival 2019 წლის ნოემბერში გამოიცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული