Thumbnail

ნახეთ: YG, Mozzy და Ty Dolla Sign კლიპში Vibe With You

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული კოლაბორაციული ალბომის Kommunity Service პრომოუშენის მიზნით, კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა YG და Mozzy სტუდიური ნამუშევრის სინგლზე Vibe With You გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. მათთან ერთად ჩანაწერში ცნობილი დასავლელი არენბი შემსრულებელი Ty Dolla Sign მონაწილეობს.

მოუსმინეთ: YG და Mozzy ალბომს Kommunity Service ავრცელებენ

ნახეთ: YG x Mozzy - Perfect Timing

ნახეთ: YG x Mozzy - Bompton To Oak Park

ვაიჯიმ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ბლადსის" წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 5 სტუდიურ ალბომს: My Krazy Life, Still Brazy, Stay Dangerous, 4REAL 4REAL და My Life 4Hunnid აერთიანებს. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა დაიმსახურა, რომელმაც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

მოზიმ კი შემოქმედებითი კარიერა 2004 წელს დაიწყო. 2011 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Izizzel Izzy Izie Izim გაავრცელა. კრიმინალური წარსულის მქონე ჰიპ ჰოპ არტისტს ამ დრომდე ორმოცზე მეტი სტუდიურ ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული