Thumbnail

Nine Inch Nails ახალ ალბომსა და ტურნეს აანონსებს

ინდასტრიალ ჯგუფმა Nine Inch Nails ახალი ამერიკული ტურნე დაანონსა. კონცერტებზე მათთან ერთად ალტერნატიული როკის წარმომადგენელი The Jesus and Mary Chain გამოვა. ბენდმა ასევე გამოაქვეყნა ახალი, რიგით მეცხრე სტუდიური ალბომის Bad Witch გარეკანი და ტრეკლისტი. ჩანაწერი 2018 წლის 22 ივნისს გამოვა.

ალბომის ყდა და ტრეკლისტი ასე გამოიყურება:

 

 

 

 

 

 

 

  1. Shit Mirror
  2. Ahead of Ourselves
  3. Play the Goddamned Part
  4. God Break Down the Door
  5. I'm Not from This World
  6. Over and Out

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დაარსა. ინდასტრიალ, ალტერნატიულ და ემბიენთ ჟანრებში მოღვაწე ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები. ბენდის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი Add Violence 2017 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული