Thumbnail

ნახეთ: Polo G კლიპს Painting Pictures აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თაურუს ბართლეთი, ფსევდონიმით Polo G, განაგრძობს ახალგავრცელებული ალბომის Hall Of Fame პრომოუშენს და მსმენელს სტუდიური ნამუშევრის მორიგ სინგლზე Painting Pictures გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერები 1040 და yungfuel არიან.

მოუსმინეთ: Polo G ალბომს Hall Of Fame აქვეყნებს

ნახეთ: Polo G კომპოზიციას Rapstar ასრულებს

ნახეთ: Polo G ფრისტაილს ასრულებს

ჩიკაგოელმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება მალევე, 2018 წელს კომპოზიციით Finer Things მოიპოვა. 2019-20 წლებში პოლო ჯიმ მსმენელს ალბომები Die A Legend და The Goat შესთავაზა. ორივე მათგანი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. 2021 წელს პოპულარულმა რეპერმა გაყიდვაში მესამე სტუდიური ნამუშევარი Hall Of Fame ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული