Thumbnail

ნახეთ: KISS-მა ნიუ იორკში, კინოფესტივალზე 5 სიმღერა შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფი KISS კინოფესტივალზე Tribeca Film Festival, მათი დოკუმენტური ფილმის Biography: KISStory ჩვენების შემდეგ, სცენაზე დადგა და შეკრებილი მაყურებლის წინაშე 5 კომპოზიცია შეასრულა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში კოლექტივი გამოსამშვიდობებელ ტურნეს დაიწყებს, რომელიც 2019 წლის იანვარში დაიწყო, შემდეგ კი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.

ჰარდ როკ ბენდი KISS ნიუ იორკში 1973 წელს შეიქმნა. 1983 წლამდე მუსიკოსები კონცერტებს მუდმივად ორიგინალური მაკიაჟითა და ჩაცმულობით მართავდნენ. თავდაპირველი შემადგენლობის შეცვლის შემდეგ ჯგუფმა ეს ტრადიცია დაივიწყა. 1996 წელს კი არტისტებმა სახასიათო გარეგნობა დაიბრუნეს. KISS-ს მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული