Thumbnail

ნახეთ: ნოელ გალაჰერმა Oasis-ის ჰიტი Don’t Look Back In Anger შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა გადაცემაში CBS This Morning თავისი ყოფილი ჯგუფის, Oasis-ის კომპოზიცია Don’t Look Back In Anger შეასრულა. არტისტმა სიმღერა საკუთარ ბენდთან High Flying Birds ერთად წარადგინა.

ნოელ გალაჰერი: თუ 100 მილიონს გადამიხდიან, Oasis-ს აღვადგენ

Don't Look Back in Anger ბრიტანული ჯგუფის Oasis რიგით მეორე ალბომში (What's the Story) Morning Glory? შედის, რომელიც 1995 წელს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ეს კოლექტივის პირველი სინგლია, რომელშიც ვოკალისტის როლს, თავად სიმღერის ავტორი, ნოელ გალაჰერი ირგებს.

ნოელ გალაჰერმა ძმასთან, ლიამთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული