Thumbnail

მოუსმინეთ: Bobby Sessions ალბომს Manifest ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ტექსასელი ჰიპ ჰოპ არტისტი Bobby Sessions მსმენელს ახალ ალბომს Manifest სთავაზობს. ცნობილ ლეიბლზე Def Jam მოღვაწე მუსიკოსის სტუდიური ნამუშევარი 12 კომპოზიციას მოიცავს. ჩანაწერის ფარგლებში ბობიმ ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Freddie Gibbs, Benny The Butcher და Rick Ross.

ბობი მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. პირველად მან ბითზე რეჩიტატივი 2010 წელს წაიკითხა. 2015 წელს რეპერის სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი LOA (Law Of Attraction) გამოიცა. რამდენიმე წელში კი არტისტმა რიგით მეორე ჩანაწერი Grateful გამოაქვეყნა, რომლითაც ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მსხვილი ლეიბლის, "დეფ ჯემის" ყურადღება მიიპყრო. მათთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ ტექსასელმა შემსრულებელმა მსმენელს ორი EP და ალბომი Manifest შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული