Thumbnail

14-15 აგვისტოს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კურორტ შოვის ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი ROKVA 2021 გაიმართება. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელის წინაშე მთავარ სცენაზე წარდგებიან: გერმანული დარქვეივ დუეტი Lebanon Hanover, უკრაინული ფოლკ ჯგუფი DakhaBrakha, ქართველი არტისტები ერეკლე დეისაძე, Four Dimensional Monster Lobsters, სალომე კორკოტაშვილის პროექტი Salio და სხვები. ელექტრონულ სცენაზე კი დაუკრავენ დიჯეები Freddy K და Etapp Kyle, აგრეთვე ადგილობრივი მუსიკოსები Newa, Zitto, Kancheli, Ndrx და სხვები.

ფესტივალის სრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება:

ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა ორი სცენა, ბარები, საკვები ობიექტები და კარვების ქალაქი. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესახებ ინფორმაცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ფესტივალი ROKVA რაჭაში უკვე მესამედ ჩატარდება. გასულ წლებში ღონისძიებაზე ისეთ ქართველ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან: "არა", "დაგდაგანი", Killages, Bedford Falls, Jorjick, Kancheli და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული