Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსმა თაყვანისმცემლებს თავისი საყვარელი ტატუ აჩვენა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც თავის საყვარელ ტატუს უწევს დემონსტრირებას.

ნახეთ: ბრიტნი სპირსის ინსტაგრამ პოსტმა თაყვანისმცემლებში გაკვირვება გამოიწვია

ბრიტნი სპირსი გამოეხმაურა ვიდეოს, რომელშიც სელენა გომესი მის სიმღერას ასრულებს

"მყვირალა ვარდისფერი ჩემს რუჯს გამოკვეთს. აქამდე გინახავთ ტატუ ჩემს კისერზე? ივრითულ ენაზე შესრულებული წარწერაა, რომელიც უკუღმა იკითხება. Mem Hey Shin თარგმანში განკურნებას ნიშნავს. ეს ჩემი საყვარელი სვირინგია, მაგრამ, ბედის ირონიით, მას ვერ ხედავთ", - წერს 39 წლის არტისტი.

ბრიტნის თაყვანისმცემლებს ეს ტატუ, სავარაუდოდ, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. პირველად კამერებმა არტისტი ამ სვირინგით 2004 წელს აღბეჭდეს.

ბრიტნი სპირსი: პატარა ვიყავი, როცა შვილები მეყოლა და ბავშვივით ვიქცეოდი

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული