Thumbnail

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Weezer ახალ კომპოზიციას Tell Me What You Want ავრცელებს. ტრეკი მუსიკოსების ბოლო ალბომის Van Weezer ბი-საიდზეა წარმოდგენილი. ნამუშევრის პრემიერა ვიდეოთამაშების ფესტივალის Summer Game Fest 2021 ფარგლებში კომპანია Funktronic-ის ახალი თამაშის Wave Break პრეზენტაციის პარალელურად შედგა.

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსებს 15 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული