Thumbnail

დემი ლოვატო: მეშინოდა, რომ სექსუალური ქალის იმიჯის გარეშე კარიერას ვერ ავიწყობდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ თავის პოდკასტში 4D With Demi Lovato აშშ-ის მასშტაბით პროფესიონალურ დონეზე მოასპარეზე პირველი ტრანსგენდერი ბოქსიორი, პატრიციო მანუელი მიიწვია. 28 წლის მუსიკოსმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ არაბინარული ადამიანია, მასთან საუბრისას გაიხსენა, როგორ ცდილობდა კარიერის გამო სექსუალური და ფემინური ქალის იმიჯის შენარჩუნებას. ლოვატოს თქმით, ახლა უკვე აღარ ადარდებს მსგავს სტანდარტებში ჩაჯდომა, რადგან საკუთარი სიმართლით ცხოვრება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია.

დემი ლოვატო: თავს არცერთ გენდერს მივაკუთვნებ

"დროდადრო მაშინებდა იმაზე ფიქრი, როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა, სუპერსექსუალური და ჰიპერფემინური პოპვარსკვლავის იმიჯი რომ არ მომერგო. ახლა უკვე კარიერა ჩემთვის ისეთი ღირებული აღარ არის, როგორიც საკუთარი სიმართლით ცხოვრება. ვიცი, როგორი შეგრძნებაა, როდესაც გგონია, რომ იმან, რაზეც ოცნებობ, შეიძლება, უკან დაგხიოს, მაგრამ, თურმე ეს პირიქით ყოფილა. ახლა, როცა საკუთარი სიმართლით ვცხოვრობ, ჩემი ხელოვნებაც უფრო ფასეული გახდა, რადგან ის იმის გამოხატულებაა, თუ ვინ ვარ მე. ასე რომ, ახლა, როცა უფრო გულახდილად ვსაუბრობ საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებით, ხალხს ჩემი შემოქმედების უკეთ აღქმა შეეძლება", - ამბობს ლოვატო.

დემი ლოვატო: პატრიარქალური საზოგადოების გამო საკუთარი თავის დათრგუნვას ვცდილობდი

დემი ლოვატო: წონის კლებაზე კომპლიმენტიც საზიანოა ადამიანისთვის

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული