Thumbnail

ნახეთ: Marshmello ახალ ვიზუალურ ალბომს Shockwave ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი პროდიუსერი Marshmello ახალ ვიზუალურ ალბომს Shockwave ავრცელებს. მუსიკოსის რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი 12 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევარში ისეთი ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Megan Thee Stallion, Juicy J და სხვები.

კრისტოფერ ქომსთოქმა, ფსევდონიმით Marshmello, მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ის თავდაპირველად სხვადასხვა ცნობილ კომპოზიციას არემიქსებდა. არაერთი ჰიტის ავტორს ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 2018 წელს MTV EMA-ზე მარშმელოუმ წლის საუკეთესო ელექტრონული არტისტის სტატუსი დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული