Thumbnail

მოუსმინეთ: Maroon 5-მა ახალი ალბომი Jordi გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა Maroon 5 ახალი, რიგით მე-7 ალბომი Jordi გაავრცელა. ჩანაწერში სულ 12 კომპოზიცია შევიდა, მათ შორის კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Megan Thee Stallion, Juice Wrld, Nipsey Hussle, H.E.R. და სხვები. ბენდმა ალბომი თავისი ყოფილი მენეჯერის, ჯორდან ფელდშტეინის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც 2017 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

ნახეთ: Maroon 5 და Megan Thee Stallion კლიპს Beautiful Mistakes ავრცელებენ

Maroon 5-ის ადამ ლევინი: მუსიკალური ჯგუფები თითქმის აღარ არსებობენ

გრემის მფლობელ კოლექტივს ამ დრომდე 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Sugar, This Love, Moves Like Jagger მოუტანეს. 2016 წელს ბენდი საქართველოშიც იმყოფებოდა. მუსიკოსებმა კონცერტი ბათუმში გამართეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული