Thumbnail

ნახეთ: ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ბილი აილიში პოპულარობამდე მღერის და უკრავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

იუთუბის არხმა Who is there? ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში პოპულარობის მოპოვებამდე მღერის და დაკვრის პროცესშია აღბეჭდილი. ოთხწუთიანი ვიდეო იწყება კადრით, რომელშიც პატარა ბილი საკუთარ საძინებელში, საწოლზე ზის მიკროფონით ხელში და თავის დაწერილ კომპოზიციას ასრულებს.

ნახეთ: ბილი აილიშის ბავშვობის აქამდე უცნობი ფოტოები

როგორ განმარტავს ბილი აილიში თავის მეორე სახელს

"მადლობა ყველას", - მიმართავს სიმღერის დასრულების შემდეგ ბილი წარმოსახვით აუდიტორიას და საკუთარ თავს აპლოდისმენტებით აჯილდოვებს.

ამას მოსდევს 11 წლის ასაკში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ბილი, სავარაუდოდ, ეკლესიის შენობაში მოწყობილ სცენაზე, გიტარაზე უკრავს და მღერის ავსტრალიელი შემსრულებლის, მისი ჰიგენსის ტრეკს Secret. შემდეგ კი 12 წლის აილიში უკვე პიანინოზე ასრულებს ცნობილი არენბი არტისტის, ალიშა ქისის კომპოზიციას Fallin. აღნიშნული ვიდეოგადაცემიდან Late Late Show არის აღებული, სადაც სტუმრად მყოფი ალიშას რეაქციაც ჩანს ბილის ნამღერზე. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია, როგორ მღერის გოგონა ძმასთან და მუსიკალურ პარტნიორ ფინიას ო’კონელთან ერთად ფრენკ ოუშენის კომპოზიციას Chanel.

ვიდეოს არაერთი ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა:

"პატარა ბილი, რომელიც საკუთარ თავს უკრავს ტაშს და გულშემატკივრობს, ყველაზე საყვარლობაა, რაც კი მინახავს".

"პატარა ბილის, რომელიც მღეროდა და საკუთარ თავს უკრავდა ტაშს, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ დღეს მილიონობით ადამიანის აპლოდისმენტებს მიიღებდა".

"ოჰო, არ მჯერა, რომ ბილი ასე მღეროდა", - წერენ კომენტარებში.

ჰიტი, რომლის გამოშვებასაც ბილი აილიში არ აპირებდა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული