Thumbnail

ნახეთ: Lorde-მა ახალი ვიდეორგოლი Solar Power გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ახალზელანდიელმა არტისტმა, Lorde-მა ახალი სიმღერა Solar Power და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიცია ლორდის მომავალ, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 20 ივნისს გამოიცემა. ვიდეორგოლის ავტორები თავად მუსიკოსი და რეჟისორი ჯოელ კეფალი არიან.

ორი გრემის მფლობელმა ელა იელიჩ-ო'კონორმა, სასცენო სახელით Lorde, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. 2013-14 წლებში ჟურნალმა Time ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან თინეიჯერ მომღერლად დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Royals, Tennis Court და Team მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული