Thumbnail

მაილი საირუსი პასუხობს კითხვას, რას ნიშნავს მისთვის მოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა, რის მიხედვით ირჩევს სამოსს. 28 წლის მუსიკოსის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, ჩაცმულობით საკუთარი იდენტობა და ხასიათი წარმოაჩინოს, ხოლო იმას, თუ რას იფიქრებენ სხვები, ყურადღება არ მიაქციოს.

► მაილი საირუსი: ბილი აილიშთან სიამოვნებით ვითანამშრომლებდი

► რატომ დაიზღვია მაილი საირუსმა ენა

"ჩემთვის მოდა თვითგამოხატვის საშუალებაა. ეს იგივეა, ატარო შენი გული, შინაგანი სამყარო, ფასეულობები, იდენტობა, შენი ტკივილი თუ სიხარული. არის ამაში რაღაც ბავშვური. პატარაობაში ძალიან უდარდელი ხარ ჩაცმისას, არ ფიქრობ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები, ხომ არ განგსჯიან. ეს, უბრალოდ, გამოხატვას და იმას ეხება, თუ როგორ განწყობაზე ხარ იმ დღეს. საქმე გაბედულებაშია. ასე რომ, როდესაც ტანსაცმელს ვირჩევ, ვცდილობ, ჩემი ბავშვობის გადმოსახედიდან ვიფიქრო, გულწრფელი და ავთენტური ვიყო საკუთარ სამოსში", - ამბობს მაილი. 

► ნახეთ: მაილი საირუსი სიმღერის Angels Like You კლიპს ავრცელებს

მაილი  საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული