Thumbnail

ამერიკული ინდი პოპ დუეტი iDKHOW (I Dont Know How But They Found Me) ახალ კომპოზიციას Mx. Sinister ავრცელებს. ტრეკი მუსიკოსების სადებიუტო ალბომის Razzmatazz ბი-საიდების EP-ში შევა, რომელიც 12 ივნისს გამოიცემა.

I Dont Know How But They Found Me იუტას შტატის ქალაქ სოლთ ლეიქ სითიში 2016 წელს შეიქმნა. 2020 წელს, ორი EP-ის გამოცემის შემდეგ, მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Razzmatazz გამოაქვეყნეს. მათი შემოქმედება ინდი პოპს, ელექტრონულ როკსა და ნიუ ვეივს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული