Thumbnail

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში 200/Warning

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრი, აიზეა რაშადი, რომელიც მსმენელს რამდენიმეწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს დაუბრუნდა, ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე 200/Warning გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ჩანაწერის პირველი ნახევრის "200" პროდიუსერები Almatic, Rory Behr, Amaire Johnson და Nabeyin არიან, მეორე ნაწილის "Warning" ინსტრუმენტალის ავტორი კი Kenny Beats გახლავთ.

ნახეთ: Isaiah Rashad - Lay Wit Ya

მოუსმინეთ: Isaiah Rashad - Why Worry

ნახეთ: Kenny Beats & Isaiah Rashad - The Cave

ამჟამად აიზეა ახალ ალბომზე The House Is Burning მუშაობს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გამოიცემა. ნაკლებსავარაუდოა, რომ ახალგავრცელებული კომპოზიცია სტუდიურ ჩანაწერში შევიდეს.

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული