Thumbnail

Cardi B: სოციალურ ქსელებში ისე იქცევიან, თითქოს პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა აქვთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ქალები სოციალურ ქსელებში ისე აჩვენებენ, თითქოს პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა აქვთ, სინამდვილეში კი ასე არ არის.

Cardi B საუბრობს, რას მიხვდა შვილის შეძენის შემდეგ

"ჩემი აზრით, სოციალურ ქსელებში ყველა ისე იქცევა, თითქოს პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა აქვთ. ეს ყველაფერი მაცოფებს. როდესაც ქალების გარემოცვაში ვარ, მუდმივად მესმის საუბარი იმაზე, როგორ უყვართ თავიანთი კაცი, მაგრამ ის არ არის ფინანსურად სტაბილური, ან არ მოსწონთ დედამისი, ან სექსი არ არის ძველებურად კარგი. ყველას თავისი პრობლემა აქვს. ზოგადად, პატიებისა და შემწყნარებლობის მომხრე ვარ. მეც და ჩემი ქმარიც. როდესაც მე და ოფსეტს პრობლემები გვქონდა, გვეგონა, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გვეწინააღმდეგებოდა. ახლა კი მას ყველაფერში ჩემი მხარდაჭერა აქვს და იმავეს ვიღებ მეც. როდესაც საყვარელ ადამიანს ღალატობ, მთლიანად ანადგურებ მას, ვინც ნებისმიერ მომენტში შენ გვერდითაა. ეს რატომ უნდა გააკეთო? მე მონოგამი ვარ და ვინც მიღალატებს, მაგრად მოხვდება", - ამბობს ქარდი.

ქარდი ბიმ და პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Migos-ის წევრმა, ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ 2018 წელს საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული