Thumbnail

მოუსმინეთ: Marina ახალ ალბომს Ancient Dreams In A Modern Land ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი მუსიკოსი Marina რიგით მეხუთე ალბომს Ancient Dreams In A Modern Land ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 10 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევრის თანაპროდიუსერები მარინასთან ერთად გრემის მფლობელი არტისტი, ჯენიფერ დისილვეო და ბრიტანელი პოპ პანკ შემსრულებელი, ჯეიმს ფლანაგანი არიან.

ნახეთ: Marina - Ancient Dreams In A Modern Land

მარინა დიამანდისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. ის წარსულში სიმღერებს სასცენო სახელით Marina and the Diamonds ავრცელებდა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Froot, How to Be a Heartbreaker და Primadonna მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს შემსრულებლის ალბომმა Electra Heart ბრიტანულ ჩარტებში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული