Thumbnail

ცნობილი ლეიბლის Atlantic Records იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Fast Lane გამოქვეყნდა. კოლაბორაციულ ჩანაწერში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტები Don Toliver, Lil Durk და Latto მონაწილეობენ. ნამუშევარი ფილმის F9 ერთ-ერთი საუნდტრეკია.

ნახეთ: Don Toliver - What You Need

მოუსმინეთ: Lil Baby და Lil Durk ერთობლივ ალბომს Voice Of The Heroes ავრცელებენ

ნახეთ: Chris Brown, Young Thug, Future, Lil Durk და Mulatto კლიპში Go Crazy (Remix)

დონ თოლივერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრევის სკოტის კომპოზიციიდან Can't Say გახდა. 2019 წელს არტისტმა ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS ამავე სახელწოდების მქონე კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა, 2020 წელს კი ლეგენდარულ ემინემთან ტრეკის No Regrets ჩაწერისას ითანამშრომლა. იმავე წლის 13 მარტს გაყიდვაში თოლივერის სადებიუტო ალბომი Heaven Or Hell ჩაეშვა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის ნაზავია.

დერქ ბენქსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Remember My Name გაავრცელა. შემსრულებელს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სოლო შემოქმედების პარალელურად, დერქი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Only The Family ლიდერია.

ლათომ კი მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. ახალგაზრდა ატლანტელმა რეპერმა და მსახიობმა მსმენელს 2016-19 წლებში სამი მიქსტეიპი და ამდენიმე EP შესთავაზა. 2020 წელს კი გაყიდვაში შემსრულებლის სადებიუტო ალბომი Queen Of Da Souf ჩაეშვა. მუსიკოსი წარსულში ფსევდონიმით Mulatto მოღვაწეობდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული