Thumbnail

მუსიკალურ პლატფორმა "საუნდქლაუდზე" ლეგენდარული ჰიპ ჰოპ პროდიუსერის, მედლიბის ახალი კომპოზიცია All Over The World გავრცელდა. ვეტერანი კალიფორნიელის პროდიუსინგის მქონე ნამუშევარში რეპერები Declaime და M.E.D. მონაწილეობენ, რომლებთანაც მედლიბს წარსულში არაერთხელ უთანამშრომლია. აღსანიშნავია, რომ ტრეკი 1990-იან წლებშია ჩაწერილი.

მედლიბი: ქენდრიქთან თანამშრომლობის შანსი ხელიდან გავუშვი

მედლიბი: დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ MF DOOM გარდაიცვალა

ფრედი გიბსის ახალ ალბომში "SSS" ფარელი, მედლიბი და ალქემისთი მონაწილეობენ

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა მედლიბმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის მდიდარი შემოქმედება ასამდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეული ნიუ იორკელ რეპერთან, MF Doom-თან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Madvillain ალბომები, ასევე, მისი და ლეგენდარული დეტროიტელი პროდიუსერის, ჯეი დილას კოლაბორაციული ნამუშევრები გახლავთ. 2011 წლიდან მედლიბმა და რეპერმა ფრედი გიბსმა გაერთიანება MadGibbs დააარსეს. "მედგიბსის" მიერ გამოცემულმა ტრილოგიის პირველმა ორმა ნაწილმა Pinata და Bandana მსმენელის საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფსევდონიმის Madlib პარალელურად, არტისტი ალტერ ეგოთი Quasimoto მოღვაწეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული